ჩვენ არ ვართ მეგობრები - შარლიზ ტერონი ანჯელინა ჯოლისთნ უთანხმოებაზე ალაპარაკდა

15:44 05-06-2019
258

43 წლის ვარსკვლავი შარლიზ ტერონი, რანდენიმე ხნის წინ სატელევიზიო შოუ „Watch What Happens Live“-ს სტუმრობდა.

width=600

მსახიობმა შოუში ანჯელინა ჯოლისთნ მრავალწლიანი უთანხმოების შესახებ გავრცელებულ ხმებზე ილაპარაკა.   

„მე პრაქტიკულად არ ვიცნობ ანჯელინას. ჩვენ არ ვართ მეგობრები. ჩვენ მხოლოდ  ღონისძიებებზე ვხვდებით ერთმანეთს და ის, ყოველთვის ძალიან თბილი და მეგობრულია“ - ამბობს ტერონი.

მედიაში, ჯოლისა და ტერონის მეტოქეობის შესახებ ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც  ქერა ვარსკვლავი, ანჯელინას ყოფილ მეუღლესთან 55 წლის ბრედ პიტსთან სასიყვარულო რომანში დაადანაშაულეს.

width=600

თუმცა, ბოლო ინტერვიუში  შარლიზმა განაცხადა, რომ დიდი ხანია არ ჰყავს შეყვარებული და მისი გული ამ ეტაპზე თავისუფალია.

width=600

შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2014 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ.

width=600 მათ ექვსი შვილი ჰყავთ, რომელთაგანაც სამი მათგანი აყვანილი შვილია. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ განქორწინების შესახებ სასამართლოს მიმართა. 2019 წლის აპრილში კი, წყვილი ოფიციალურად გაყარა.

რაც შეეხება ტერონს, 2014-2015 წლებში მას რომანი ჰქონდა მსახიობ შონ პენისთან.

width=8002017 წლის ივლისში მსახიობმა განაცხადა, რომ მას ახალი შეყვარებული ჰყავდა და 2018 წლის ივნისში კი მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შარლიზი სავარაუდოდ დაბრუნდა მის მეგობარ - 42 წლის ალექსანდრე სკარსგარდის, რომელსაც 6 წლის წინ დაშორდა.

width=600

იხ. ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე