რატომ სცადა თვითმკვლელობა მრავალშვილიანმა დედამ - „პრაიმტაიმმა“ ინციდენტის დეტალები გაარკვია

14:05 05-06-2019
5598

ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა.

„ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში“,- აცხადებს ექიმი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალკახათში იყო გათხოვილი.

მეზობლების ცნობით, ქალმა თვითმკვლელობა მამის სახლში სცადა

„მამას წაუყვანია ხობში, დედა არ ჰყავს, რატომ და რა მიზეზეით, ეს ჩვენ არ ვიცით,  სამი შვილი ჰყავთ, აქედან 2 მცირეწლოვანია“,- ამბობენ მეზობლები. 

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება თვითმკვლელობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, მამამ ქალი შვილებთან ერთად მეუღლის სახლიდან ოჯახში არსებული კონფლიქტის შემდეგ წაიყვანა.

მერის წარმომადგენელი სოფელ ახალკახათში რევაზ შელია ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალი თითქმის 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა სოფელ ახალკახათშითუზბაიების ოჯახში, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობს.

„რა მოხდა ჩვენ არაფერი ვიცით, ბავშვები აქ არიან სოფელში ბებია-ბაბუასთან. ქმარი 2 დღის წინ სოფელში ვნახე, არა მგონია დაკავებული იყოს“,- აცხადებს რწმუნებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ უცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რაც შეეხება ქალის ქმართან დაკავშირებულ გარემოებებს, შსს-ში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობა პირველ მაისს სცადა. არსებული ინფორმაციით, ის ქმართან გაშორებულია და მამასთან ცხოვრობდა.

 

ავტორი: თეა შონია