ოკუპანტებმა სატაცურზე წასული 70 წლის კაცი გაიტაცეს

12:50 05-06-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 70 წლის ამირან მელაძე ოკუპანტებმა დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ის ცხინვალის იზოლატორში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს. 

„პრაიმტაიმის“ ცნობით, კაცი სატაცურის საკრეფად იყო წასული.

საქმესთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ავტორი: მახო მიქელაძე