რუსეთში ქიმიური ქარხნის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

11:39 05-06-2019
104

პერმის ოლქის ქალაქ ბერეზნიკში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქარხანა „აზოტის“ პრეს-სამსახურში აცხადაბენ, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. აფეთქებიდან მხოლოდ რამდენიმე საათია გასული და მომხდართან დაკავშირებით დეტალები კვლავ მოწმდება.

ვრცელდება ინფორმაცია 1 დაშავებულის შესახებ, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადგინა, რომ ქარხნის ერთ-ერთ ცეხში, ქიმიური ნივთიერების კონტეინერის მჭრელი ინსტრუმენტით გახსნისას იგი დაზიანდა, ნაპერწკალი წარმოქმნა, რამაც საბოლოოდ აფეთქება გამოიწვია.

ავტორი: მარიამ გიგანი