ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1713853724

ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა.ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ამინდი

საზოგადოება 1713853456

თბილისში ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება - ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმასა და სეტყვასაც ვარაუდობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება.სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმასა და სეტყვასაც ვარაუდობენ. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება და დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბლინკენი

მსოფლიო 1713853426

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას გამოიძიებს

შეერთებული შტატები გამოიძიებს ისრაელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.„პირველივე დღიდან ვმუშაობთ, რათა ყველაფერი გაკეთდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ასევე ვცდილობთ მაქსიმალურად გავამარტივოთ ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. რაც შეეხება ბრალდებებს, იქნება ეს ადამიანის უფლებებისა, თუ სხვა ნორმების დარღვევა, დეპარტამენტს ამისთვის აქვს შიდა პროცესი, რომლითაც იძიებს ასეთ ინციდენტებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

პრემიერ-მინისტრმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

პოლიტიკა 1713853361

პრემიერ-მინისტრმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციიდან ემსახურება.ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები. იყო 15-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.

ტეილორ სვიფტი

შოუბიზნესი 1713853273

ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით მილიონ დოლარზე მეტი იზარალეს

ტეილორ სვიფტის მიმდინარე საკონცერტო ტურნესთვის პოპვარსკვლავის ათასობით ბრიტანელმა ფანმა, როგორც აღმოჩნდა, ყალბი ბილეთები შეიძინა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, ლოიდს ბანკის ცნობით, თაღლითობის მსხვერპლი მათი 600-ზე მეტი მომხმარებელი გახდა; თითოეულმა, საშუალოდ, 334 გირვანქა სტერლინგი, ზოგმა კი 1 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი იზარალა. რადგან ეს მონაცემი მხოლოდ ბანკის ბაზას ემყარება, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყალბი ბილეთები, სულ მცირე, 3 000-მა ადამიანმა შეიძინა, მათი ზარალი კი ჯამურად მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.სვიფტის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, შარშან მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც კი დასრულებულა, ის ისტორიაში უკვე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეა; ამასთან, ისტორიაში პირველი, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც, რომლის შემოსავალმა $260 მილიონზე მეტი შეადგინა.ტურნეს ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ 15 კონცერტზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ამის გამო, ვარაუდობენ, რომ კონცერტზე დასწრების მსურველებმა შეიძლება გადამყიდველებს მიაკითხონ. თაღლითობის საკითხზე მომუშავე ექსპერტები კი ფანებს ურჩევენ, მოერიდონ უცხო ადამიანისთვის თანხის წინასწარ გადარიცხვას და ბილეთი მხოლოდ ავტორიზებულ პლატფორმებზე შეიძინონ.ასოციაცია UK Finance-ის ცნობით, შესყიდვასთან დაკავშირებული თაღლითობის შედეგად, ბრიტანელებმა მხოლოდ გასულ წლის ნახევარში $50 მილიონამდე იზარალეს. ფართოდ გავრცელებული შემთხვევების გამო, ევროპის უდიდესმა ბანკმა, HSBC-მა, მომხმარებლებს ასევე მოუწოდა, ბილეთები მხოლოდ ოფიციალური გამყიდველებისგან ან სალაროებში შეიძინონ.„თაღლითები, როგორც წესი, ოფიციალურ გამყიდველად გაგეცნობიან სოციალურ ქსელში ან ონლაინმაღაზიაში. გეტყვიან, რომ ბილეთს მეილზე გამოგიგზავნიან ფულის გადარიცხვის შემდეგ. თუმცა, როცა მეილზე არაფერი დაგხვდებათ და მათთან დაკავშირებას შეეცდებით, ისინი თვალსა და ხელს შუა გაქრებიან", - ნათქვამია HSBC-ის გაფრთხილებაში.