სამგზავრო თვითმფრინავში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის 2 ბავშვია

23:29 05-05-2019
1672

მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია ექვსი პირი. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ რამდენიმე ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია.

თვითმფრინავ Superjet-100-ის ბორტზე, სადაც 73  მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, რუსეთი-მურმანსკის რეის ასრულებდა. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ეკიპაჟმა საგანგებო დაშვების ნებართვა ითხოვა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს.