თვითმფრინავს ავარიული დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა

20:34 05-05-2019
1169

მოსკოვის აეროპორტ შერემეტევოში ავარიული დაფრენის დროს თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, 1 მგზავრი გარდაიცვალა, 10-მდე კი დაშავდა.

ლაინერ Superjet-100-ში, სადაც 78 მგზავრი იმყოფებოდა, მოსკოვიდან მურმასკში მიფრინავდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი ვერსიის მიხედვით ხანძარი თვითმფრინავის ძრავში გაჩნდა, ასევე არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც ის ავარიულ დაფრენისას მიწაზე დაენარცხა. კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზად მეხის დარტყმას ასახელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.