ისრაელის არმიამ „ჰამასის“ საველე მეთაურის ლიკვიდირება განახორციელა

20:09 05-05-2019
2

„ჰამასის“ საველე მეთაური, რომელიც ღაზას სექტორში შეიარაღებული დაჯგუფებებს ირანიდან ფულადი სახსრებით აფინანსებდა ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება.

„რამდენიმე ხნის წინ ღაზას მკვიდრი, 1985 წელს დაბადებული ჰამედ აჰმედ აბედ ქუდარი ისრაელის თავდაცვის არმიისა და სპეცსამსახურების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია“ - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუდარი იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც საჰაერო დარტყმის შედეგად აფეთქდა.