კომერციულმა ბანკებმა 3 თვეში მოსახლეობისგან ჯარიმების სახით 23,3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს

23:40 05-04-2019
137

კომერციულმა ბანკებმა 2019 წლის 3 თვის განმავლობაში, 23 376 969 ლარის შემოსავალი​ საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით მიიღეს. (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, დაფიქსირებული შემოსავალი 18 038 840 ლარს შეადგენდა).

კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი - 7 331 099 ლარის ოდენობით „თიბისი ბანკმა“ მიიღო. მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ - 4 525 409 ლარი.

მესამე ადგილზეა „კრედო“ - მან 2019 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 3 364 527 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - „ბანკი ქართუ“ - 2 931 708 ლარი, მეხუთე ადგილს  2 257 744 ლარის შემოსავლით „ლიბერთი ბანკი“ იკავებს.