თელავში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

22:56 05-04-2019
929

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს.

მკვლელობა სავარაუდოდ შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, სოფელ იყალთოში მცხოვრები პირი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი