სამაშველო ოპერაცია მამკოდასთან - მაშველები რამდენიმე ადამიანის გადმოყვანას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ

22:39 05-04-2019
1387

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების შედეგად, მეორე ნაპირზე დარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად მაშველების გამოძახება გახდა საჭირო. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, 70-მდე ადამიანი მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა. ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მათივე ინფორმაციით, სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით მათი გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე, უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე მაშველებს არ ემორჩილება და მეორე ნაპირზე არ გადმოდის.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა