ლომები ზოოპარკის თანამშრომელს თავს დაესხნენ

21:32 05-04-2019

გერმანიაში საფარი-პარკის თანამშრომელს ლომები თავს დაესხნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

24 წლის დამკვირვებელი ვოლიერში საკვების შესატანად შევიდა, რა დროსაც მას ორი ლომი თავს დაესხა.

დასისხლიანებული დამკვირვებელი ვოლიერიდან კოლეგებმა გამოიყვანეს. მამაკაცმა ღრმა ჭრილობები მიიღო, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი შემთხვევა, ნოემბერში იაპონიის ქალაქ კაგოსიმაშიც მოხდა, სადაც ვეფხვმა ზოოპარკის თანამშრომელი დაგლიჯა.