ცირკი ცხოველების გარეშე - ზუგდიდში აქცია გაიმართა

21:04 05-04-2019
27

“ცირკი ცხოველების გარეშე” - ამ ლოზუნგით ზუგდიდში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცირკში არსებული პრობლემები და ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა გააპროტესტეს.

აქ მდგომი ადამიანები ვაპროტესტებთ ცირკში ცხოველების მონაწილეობას, რადგან ვიცით, რომ მათი გაწვრთნა ხდება ძალადობრივი მეთოდებით. ვიცით, რომ მათ გასაწვრთნელად ძალიან ხშირად ელექტროშოკსაც იყენებენ. ეს ყველაფერი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ცირკში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვას.,- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გვანცა ციმინტია.

ცირკში ცხოველების ყოფნა თბილისშიც გააპროტესტეს.

ავტორი: თეა შონია