მამუკა ბახტაძე - საბანკო რეგულაციები არ შეიცვლება

20:26 05-04-2019
36

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით სესხებზე საბანკო რეგულაციების გაუქმება არ იგეგმება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულმა რეგულაციებმა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ჭარბვალიანობისგან დაიცვა. შესაბამისად ბახტაძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების მოხსნა გამორიცხულია.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კერძო ბიზნესს აღნიშნული რეგულაციები პრობლემებს შეუქმნის, ბახტაძის აზრით კონკრეტული დეტალების გადახედვა შესაძლებელი იქნება, თუმცა გაუქმება არა.