აშშ-ში თვითმფრინავი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა

09:58 05-04-2019
373

ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილთან თვითმფრინავი მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. ინციდენტი Boeing 737-ის მიწაზე დაშვებისას მოხდა. 

გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 136 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოყოლია. რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავით ამერიკელი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები მგზავრობდნენ. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში კუბიდან, გუანტანამოდან ჩაფრინდნენ.

შემთხვევის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ჯექსონვილის მერმა, ლენი კარიმ და აღნიშნა, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, რათა საავიაციო საწვავი მდინარეში არ ჩაიღვაროს.