ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალს წარუდგენენ

09:26 05-04-2019
103

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, მოწმეების დაკითხვა გვიანობამდე მიმდინარეობდა. 
გამომძიებლებმა, ერთ-ერთი პირველი, ფრიდონ გამყრელიძე დაკითხეს, რომელსაც 85 წლის კაცმა შვილი და მეუღლე მოუკლა. გამყრელიძემ, დილით განვითარებული მოვლენები გაიხსენა და გამოძიებას მკვლელობის დეტალები უამბო. 
ოთხივე მიცვალებული, საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

ცხედრებს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. 
შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. მკვლელობის ადგილს პოლიცია ამ დრომდე იცავს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი