რატი ამაღლობელი- წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმება მწერლებზე შურისძიებაა

23:40 05-03-2019
244

უქმდება, უფრო სწორად უკვე გააუქმეს წიგნის ეროვნული ცენტრი, ეს სავარაუდოდ მწერლებზე შურისძიებაა ზვიად რატიანის საქმის გამო და არა მარტო - ასე ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლი გაერთიანებას სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მწერლებმაც იციან ''შურისძიება'' ოღონდ წიგნებით, რომელებიც, როგორც წესი მინისტრებზე დიდხანს ძლებენ.

''უქმდება, უფრო სწორად უკვე გააუქმეს წიგნის ეროვნული ცენტრი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ -ერთი საუკეთესო და წარმატებული საერთაშორისო მასშტაბის მართლაც ეროვნული პროექტი, ისე რომ ამ სფეროს არცერთ წარმომადგენელთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, ეს სავარაუდოდ მწერლებზე შურისძიებაა ზვიად რატიანის საქმის გამო და არა მარტო, შურისძიება უშუალოდ საყდრისის ამფეთქებლებისგან, ვნახოთ როგორი იქნება მწერლების პასუხი, მათაც იციან “შურისძიება” ოღონდ წიგნებით, რომელებიც, როგორც წესი მინისტრებზე დიდხანს ძლებენ და თავს მათ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს აკითხებენ გაუნელებელი ინტერესით'', - წერს რატი ამაღლობელი