მეცნიერებმა შიდსის გადადების საწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს

22:31 05-03-2019
118

მეცნიერებმა დიდი ხნის კვლევის შემდეგ შიდსის გადადების საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოიგონეს. ამის შესახებ სამედიცინო, სამეცნიერო ჟურნალი The Lancet-ი წერს.

ევროპის მასშტაბით 1000 მამაკაცმა, რომლებმაც ჩაიტარეს სრული რეაბილიტაციის კურსი ანტივირუსული პრეპარატებით, შემდგომში მათი პარტნიორები დაცულნი არიან, ნებისმიერი სახის აივ ინფექციების გადადებისგან.

მედიცინის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ თუ ვინმე აივ ინფექციებისგან სრულად განიკურნება, ისინი მომავალში დაცულნი იქნებიან ნებისმიერი სახის აივ ინფექციით დაავადებისგან.

ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორმა, ელისონ როჯერმა განაცხადა, რომ ეს არის ფანტასტიური პრეპარატი, რომელიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს განკურნავს შიდსის გადაცემისგან იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი წყვილი დაავადებულია აივ ინფექციებით.

2017 წლის მონაცემები მსოფლიოში დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი დაავადებული იყო აივ ინფექციებით. მათგან, მხოლოდ 21,7 მილიონი გადიოდა მკურნალობის კურსს. დიდ ბრიტანეთში 101 600 ადამიანი ცხოვრობს აღნიშნული დაავადებებით, მათგან 7800 ადამიანს არ ჩაუტარებია შესაბამისი დიაგნოსტიკა, ამიტომ მათ არ იციან, რომ დაავადებულნი არიან.

სამხრეთ კაროლინის, გლობალური ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მირონ ს. კოენმა lancet - ის კვლევების დროს განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა იზრუნოს აივ ინფექციით დაავადებული ადამიანების განკურნებისთვის და დასძინა, რომ მკურნალობის სარგებელი მაქსიმალური უნდა იყოს, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომლებსაც სექსუალური ურთიერთობა მამაკაცებთან აქვთ. ასეთ შემთხვევაში ჯერჯერობით რთულია განკურნება.

სტატისტიკის მიხედვით აივ ინფექციების დაავადებულთა რიცხვი, 2005 წლიდან 2017 წლამდე 17% - ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ აივ ინფექციებისა და შიდსის დაგვიანებული დიაგნოსტიკა სერიოზულ პრობლემებს იწვევს, ინფექციისგან გათავისუფლებისათვის აუცილებელია პაციენტებმა დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

ავტორი: ალექსი ქამადაძე