რომან კაკულია უვადო მოსამართლეობის კანდიდატებზე- რა პარლამენტიც ვართ, რა მთავრობაც ვართ...

22:10 05-03-2019
32

საპარლამენტო უმრავლესობის  დეპუტატი რომან კაკულია ამბობს, რომ  მოსამართლეების არჩევაზე კანონი, რომელსაც მან მხარი დაუჭირა, მოსწონს, თუმცა დღევანდელ პარლამენტს ამ ვალდებულების შესრულება არ შეუძლია. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში განაცხადა. კაკულიას თქმით, დღევანდელი დომინანტი რამდენიმე მოსამართლე რომ შეიცვალოს, იმავეს საზოგადოებითა და პარლამენტით, სხვა დომინანტ მოსამართლეებს მიიღებენ.

„მე შევეცადე დიდი სურათი დამენახა და დავსვი მთავარი შეკითხვა, შევძლებთ თუ არა დღევანდელი საზოგადოება, პარლამენტი მივიღოთ უკეთესი სასამართლო.  სამწუხაროდ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ მე მგონი ეს არის შეუძლებელი. ის მოცემულობა, რაც არის ამის შეცვლაში  შესაძლებლობა ვერ დავინახე. პოპულიზმის საკითხი მე არ მაინტერესებდა და რჩებოდა ბრძოლა ქართულ ოცნებასთან,  ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში მე არ ჩავები. - განაცადა კაკულიამ 

რომან კაკულია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლეების სიის დასახელებისას პარლამენტს ისე მოექცა, როგორც იმსახურებდა.  

რეალობა ისაა, რაც პარლამენტიც ვართ, რა მთავრობაც ვართ... აქ ვართ, ამ სიტუაციაში.. კლანური აზროვნება  ჩვენი კულტურის ნაწილია, სამწუხაროდ. ჩვენ, ყველა კლანური აზროვნების ტიპები ვართ. ეს არ არის საქართევლოს თემა, ეს აღმოსავლური კულტურის ნაწილია. - განაცხადა კაკულიამ.