ჩრდილოეთ კორეაში მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება

20:11 05-03-2019
23

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 40% შიმშილობა ემუქრება, ნათქვამია გაეროს ორგანიზაციების ანგარიშში. მსოფლიოს სასურსათო პროგრამა აპირებს ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნოს პხენიანის მოსახლეობისათვის.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 25 მილიონიანი მოსახლეობისათვის, 1.4 ტონა საკვები არასაკმარისია. გაეროს სასურსათო პროგრამა უკვე ემზადება ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. 

კითხვაზე, თუ რატომ უნდა დაეხმაროს საერთაშორისო თანამეგობრობა ქვეყანას, რომელიც მილიარდებს ხარჯავს ბირთვულ და სარაკეტო პროგრამების განხორციელებაში, გაეროს განცხადებით, მაშინ როდესაც ხალხი შიმშილის პირას დგას, პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია.