შშმ პირებისთვის შესაბამისი სივრცის გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება

19:00 05-03-2019
12

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება.

ჯარიმა დადგენილია შემდეგნაირად:

თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონების ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით;

მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 5 000 ლარით;

მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარით;

მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში:

პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 1 000 ლარით;

მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 2 000 ლარით;

მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 5 000 ლარით;

მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 10 000 ლარით.

მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში:

პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 200 ლარით;

მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით;

მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 1 000 ლარით;

მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 3 000 ლარით.

კანონის პროექტი ასევე ადგენს, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო წერილობით მითითებას ადგენს და დაავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30-დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

ცვლილებების ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ბიუროს 6 მაისის სხდომაზე წარედგინება, რატი იონათამიშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, სოფო კილაძემ, ირაკლი ბერაიამ და ვანო ზარდიაშვილმა მოამზადეს.