რა ჩვენებას აძლევს პოლიციას 85 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრები და მეზობლები მოკლა

18:20 05-03-2019
1948

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რას ყვება 85 წლის კაცი, რომელმაც შვილი, რძალი  და მეზობელები - დედა და შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, მოხუცი დანაშაულს არ აღიარებს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ბუჩქებში დამალულმა, მისთვის უცნობმა პირმა მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გასულ თვეს თელასის ტექნიკურ თანამშრომელს, რომელსაც დავალიანების გადაუხდელობის გამო  დენის მიწოდება უნდა შეეზღუდა, მოხუცი მოკვლით დაემუქრა. როგორც ამბობენ, ის, სოფელში ხშირად იარაღით გადაადგილდებოდა.  

დღეს დილით, საგარეჯოში 85 წლის კაცმა შვილი,რძალი და ორი მეზობელი მოკლა