2029 წლამდე დედამიწას 6 ასტეროიდი მოუახლოვდება

16:18 05-03-2019
259

შემდეგი 10 წლის განმავლობაში დედამიწასთან 6 ასტეროიდის მიახლოების შესახებ Space.com.-ი წერს. მათგან პირველი ჩვენი პლანეტის სიახლოვეს 2027 წელს გამოჩნდება - ირწმუნებიან მეცნიერები.

ციური სხეული, 1990 MU, წინასწარი მონაცემებით 2,8 კილომეტრი დიამეტრის არის. მის შემდეგ დედამიწისკენ კიდევ 6 ასტეროიდი გამოემართება. მათგან უკანასკნელია აპოფისი, რომელსაც მეცნიერები 2029 წლისთვის ელოდებიან. მანამდე მისი გამოჩენის შესახებ სხვა თარიღი - 2036 წელი სახელდებოდა.

NASA-ში აცხადებდნენ, რომ თუ აპოფისი დედამიწას შეეჯახება, ეს გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს.

თუმცა, ახლა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ამ 6 ასტეროიდიდან არცერთი შეეხება დედამიწას, თუმცა მანძილი ჩავლისას უფრო მცირე იქნება, ვიდრე მთვარესა და დედამიწას შორის მანძილია.