ელტონ ჯონმა სასექსის მემკვიდრის დაბადების შესახებ მინიშნება გააკეთა

15:44 05-03-2019
23

ელტონ ჯონი აცხადებს, რომ მეგან მარკლი დღეს იმშობიარებს. 

width=600

როკ-მუსიკოსი პრიცი ჰარის და მეგან მარკლის ახლო მეგობარია - გასული წლის მაისში, წყვილის ქორწილის ცერემონიაზეც კი იმყოფებოდა. 

width=600

მუსიკოსმა დღეს, ყველაზე კონკრეტული მინიშნება მისცა თაყვანისმცემლებს მეგანის მშობიარობაზე. 

სამეფო ოჯახის მეგობარი აცადებს, რომ „სასექსის მემკვიდრე, ყოველ წუთს შეიძლება დაიბადოს“. 

ჰერცოგინიას თაყვანისმცემლები, პირველი განცხადების მოლოდინის „ჩიხში“ არიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყვილმა გადაცხადა, რომ ბავშვის გაჩენის თარიღს საიდულოდ შეინახავს. 

width=600

სასახლის წყარომ გუშინ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ღიად განაცხადა, რომ სასექსის ბავშვი ჯერჯერობით „სახლში არ არის“.  

72 წლის ელტონმა ასევე სამეფო ქორწილის დეტალები გაიხსენა და უინძორში „Frogmore House“-ში მიწვევას ძალიან შემთხვევითი უწოდა.

width=600

„ეს ძალიან მხიარული ამბავია. მე მათთვის კიდევ ერთი სიმღერა დავწერე. მე მხოლოდ სამ სიმღერას სევპირდი და ოთხი გავაკეთე - „Can You Feel The Love Tonight -  განუცხადა მან „The Sun“.

რაც შეეხება საკუთარ ოჯახს, ის ამბობს, რომ მისი ვაჟები ძალიან მამაკაცურები არიან - ისინი ნამდვილი ბიჭები არიან. 

 width=600

ისინი ნამდვილი ბიჭები არიან და ძალიან ათლეტურები, ნორმალური ბავშვები არიან - ამბობს ჯონი. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ელტონმა განაცხადა, რომ Goodbye Yellow Brick Road მისი ბოლო ტური იქნება, რადგან სურს, რომ მთელი თავისუფალი დრო მის ვაჟებთან ერთად გაატაროს.

ელტონ ჯონი აღიარებს, რომ 15 ან 20 წლით ახალგაზრდები რომ იყვნენ ის და დევიდი, მინიმუმ ერთი შვილს კიდევ „გააჩენდნენ“.

width=600

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე