საგანგაშო სტატისტიკა - სელექციური აბორტის შედეგად 23 მილიონი გოგონა ვერ დაიბადა

13:56 05-03-2019
143

„ამერიკის ეროვნული მეცნიერებათა ჟურნალი“ მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულ კვლევას აქვეყნებს. კვლევის ლოკაციებს შორის საქართველოც მოხვდა.

სელექციური აბორტის შედეგად 23 მილიონი გოგო ვერ დაიბადა იმის გამო, რომ მათი მშობლები ვერ შეთანხმდნენ ბავშვის სქესზე. 40 წლის წინ გამოგონილმა ულტრაბგერითი კვლევის აპარატმა სქესის შერჩევა განაპირობა და შესაძლებლობა მისცა სელექციური აბორტის განვითრებას.

10 წლიანმა კვლევამ წამყვან მეცნიერებს აჩვენა, რომ გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა მნიშნელოვნად განსხვავდება. სელექციურმა აბორტებმა გოგონების შობადობა შეამცირა, ხოლო ბიჭების - გაზარდა. 

განსაკუთრებულად ეს ტენდენცია მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამოიკვეთა, მათშორის საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. თუმცა, სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის შეწყვეტის ყველაზე მაღალი პროცენტრი ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის.

„200-მდე ქვეყანაში შობადობის სტატისტიკის შესწავლის შემდეგ ამერიკელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ახალშობილთა სქესის თანაფარდობა მკვეთრად და არაპროპორციულად შეიცვალა. „ამერიკის ეროვნული მეცნიერებათა ჟურნალის“ ინფორმაციით, საშუალოდ ყოველ 100 ბიჭზე 114 გოგონა მოდის. უკვე წლებია, ეს თანაფარდობა უცვლელი რჩება. ჩინეთში 2005 წელს ყოველ 100 ახალდაბადებულ გოგოზე 118 ბიჭი მოდიოდა. ინდოეთში ათი წლით ადრე 100 გოგოზე 111 ბიჭი. ახალშობილი ბიჭების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა კიდევ ცხრა სახელმწიფოში: აზერბაიჯანში, ალბანეთში, სომხეთში, ვიეტნამში, საქართველოში, ტაივანში, ტუნისში, ჩერნოგორიასა და სამხრეთ კორეაში.

ყოფილ საბჭოთა სამ რესპუბლიკაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სელექციური აბორტების ტენდენციის ზრდა საბჭოთა კავშირის დაშლისდან მალევე, 1990–იან წლებიდან დაიწყო და შობადობის მკვეთრ კლებას დაემთხვა.

მსოფლიო ტენდენცია შობადობის შემცირებისკენ მიდის, სიბერე ე.წ. ეიჯინგი თანამედროვე სამყაროს მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან სულ უფრო მეტი წყვილი იღებს ფეხმძიმობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.

აღმოსავლურ კულტურათა უმრავლესობაში კი, ტრადიციულად უპირატესობას ბიჭის დაბადებას ანიჭებენ. სწორედ ამის გამო, ბევრ ქვეყანაში ექიმებს კანონმდებლობით აეკრძალათ მშობლებისთვის მუცლადმყოფი ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით ფეხმძიმობის საწყის სტადიაზე, როცა აბორტის გაკეთება შესაძლებელია.