უახლესი კადრები ინდოეთიდან, სადაც ძლიერი ციკლონი მძვინვარებს

13:50 05-03-2019
756

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროებს ძლიერმა ციკლონმა გადაუარა. ქარის სიჩქარე 240 კმ/სთ-ს აღწევს და სიმძლავრით მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს შეესაბამება.

ორისის შტატიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 
მეზობელ შტატებშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამი პორტი დაიხურა. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ორისის შტატში მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახური.