საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება

11:53 05-03-2019
22

მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოში განათლების ხარისხის განვითარება მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, შეიცვლება დაფინასების სისტემაც.

„ჩვენი მიზანი საქართველოში განათლების ხარიხის განვითარებაა. შეიცვლება დაფინანსების სისტემაც. ახალი ხელს შეუწყობს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას. ENQA-ში გაწევრიანება წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“ წევრიანდება. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციის პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის“ (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი