„თუ საქმეს დასჭირდა სისხლი, ამაზე უნდა წავიდეთ“ - მეუფე იობი დავით გარეჯზე

15:19 05-02-2019
928

„თუ საქმეს დასჭირდა სისხლი, ამაზე უნდა წავიდეთ“ - ამის შესახებ რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა მეუფე იოფბმა დავით გარეჯში განაცხადა. მეუფე იობი გარეჯში სასულიერო პირების მრავალრიცხოვანი დელეგაციით ჩავიდა.

„ამ წმინდა მოწამეთა სისხლით გაჟღენთილ მთას და გამოქვაბულებს, დღეს გვართმევენ, ისინი არ უყურებენ მათ თანამემამულეებს, თითქმის, ნახევარი მილიონია, საქართველოში, არ უყურებენ ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს ურთიერთობას სახელმწიფოებს შორის. ყველაზე მთავარი მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძარღვი - გაზი და ნავთობი, გადის ჩვენს ქვეყანაზე. იმდენად დიდ საშიშროებას ქმნიან, რომ შეიძლება, ეს გადაიზარდოს რელიგიურ კონფლიქტში, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი,“ - განაცხადა მეუფე იობმა.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღით ჩაკეტვის შემდეგ, დღეს უკვე გახსნილია და იქ მსურველებს მისვლა თავისუფლად შეუძლიათ.

თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარემ, შესაძლოა, 5 მაისის შემდეგ საქართველო მოქალაქეებს ისევ აუკრძალოს გადაადგილება უდაბნოს მონასტრის მიმართულებით.