Exclusive ვინ არის Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის სპეციალური სტუმარი იაპონიიდან?

13:38 05-02-2019
202

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi წელს 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით ტარდება. წელს მოდის კვირეულის ძირითადი ლოკაცია სახვითი ხელოვნების მუზეუმია. თუმცა ჩვენებები გაიმართება სხვადასხვა  ლოკაციაშიც - ოპერის თეატრში, მწერალთა სახლში, ფილარმონიაში, დინამოს სტადიონზე... „პრაიმტაიმი“ მოდის კვირეულის ორგანიზატორს სოფო ჭყონიას დაუკავშირდა.

სოფო ჭყონია: - მოდის კვირეულში ბევრი დიზაინერი მონაწილეობს და ამით არის წლევანდელი მოდის კვირეული გამორჩეული. 43 დიზაინერი  ძირითად ცხრილშია, ხოლო დაახლოებით 70 დიზაინერი შოურუმებში მონაწილეობს, მათ შორის არიან ბეირუთიდან, იაპონიიდან... Be Next-ის ოთხი გამარჯვებული დიზაინერი შოურუმში ინსტალაციით წარსდგება.

- ვისია გახსნა და დახურვა?

- გახსნა და დახურვა არ გვაქვს. პირველ დღეს ირმა შარიქაძე პერფომანსით წარსდგება მწერალთა სახლში. ბოლო ჩვენებაა ბესარიონის. 

- უკვე დამკვიდრებული დიზაინერებიდან ვინ მონაწილეობს კვირეულში?

- ბევრი, მათ შორის დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა... ავთანდილმა წელს გამოტოვა, შემდეგ სეზონზე იქნება.

- გამორჩეული სტუმარი ვინ გყავთ?

- ჩვენ ისე ვარჩევთ სტუმრებს, რომ თავისთავად გამორჩეულები იყვნენ. თუმცა ერთი მათგანი ნამვილად გამორჩეულია. ეს არის სტუმარი იაპონიდან. არტისტი, მუსიკოსი და პროდიუსერი - ჰიროში კუჩივარა. იაპონიაში ვარსკვლავია, „ლევისის“ დიზაინერიც იყო და ბევრ დიზაინერთან აქვს კოლაბორაცია. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე