ვენესუელის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა იარაღის გამოყენების პირობები დაასახელა

22:22 04-30-2019
31

ვენესუელაში, სამხედრო დეპარტამენტის უფროსის ვლადიმერ პადრინო ლოპესის განცხადებით, სამხედროები საჭიროების შემთხვევაში იარაღს გამოიყენებენ. ამის შესახებ მედია საშუალება El Nacional იუწყება.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტის სასახლესთან ძალადობის მოტივით მივლენ, მათ ძალადობითვე უპასუხებენ.

იარაღის გამოყენება თუ საჭირო გახდება, ჩვენს მას გამოვიყენებთ - განაცხადა ლოპესმა.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს სამხედრო მანქანა ეჯახება.