სამხედროებისთვის მახათას მთაზე ახალი დასახლება აშენდება

15:19 04-30-2019
19

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა იწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საცხოვრებელი ფართები ამხანაგობის პრინციპით შენდება და ბინის საფასურის 40 პროცენტს სახელმწიფო დაფარავს.

ინიციატივის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების გაუმჯობესებაა.