„მიუხედავად ბევრი გამოწვევისა მე არ მინდა ვიყო პესიმისტი “ - ლილიენ მორი პასკიე

14:31 04-30-2019
20

„ევროპა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. იცით, არაერთი თავდასხმა ხორციელდება ბევრ ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე, ასამბლეის თავისუფლებაზე.  არსებობს ანტიდემოკრატიული მოძრაობები, შეინიშნება ნაციონალისტური უფლებების გაძლიერება, ასევე კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ამას ჩვენ წინ უნდა დავუყენოთ ჩვენი ფასეულობების სისტემა. ეს სისტემა კი ადამიანი უფლებების დაცვას ეფუძვნება“, - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორც ლილიენ მორი პასკიემ აღნიშნა, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა ევროპა ყოველთვის ახერხებს პრობლემების გამკლავებას და ამას ისტორიაც ადასტურებს.

„მიუხედავად იმ ბევრი გამოწვევისა, რომელიც დღეს ევროპის წინაშე დგას მე არ მინდა პესიმისტი ვიყო და მინდა გითხრათ, რომ ურთულეს მომენტებშიც კი,  მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც  ადამიანის უფლებები, ევროპელმა ხალხმა მაინც მოიკრიბა ძალა საკუთარი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და ეს შეძლო სწორედ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის საფუძველზე“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ლილიენ მორი პასკიემ  ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ევროსაბჭოში ​გაწევრიანების 20 წლის თავთან ერთად, ევროსაბჭო ორგანიზაციის 70 წლის იუბილესაც აღნიშნავს და ამ ორგანიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძლება აუცილებელია.

„ჩვენ წელს ვზეიმობთ ამ კავშირის 70 წლისთავს. ჩვენი პოლიტიკური მოვალეობაა, ჩვენი საერთო ევროპული ოჯახის დაცვა, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, სადაც ფუნდამენტური უფლებები ჩვენი მოქალაქეების არის დაცული საერთო სამართლებრივ ჩარჩოში. ჩვენი საერთო ევროპული სახლი, რა თქმა უნდა, არც ისე დაცულად გრძნობს თავს ამ კონფლიქტების ერაში, გლობალური გამოწვევების პერიოდში, რაც ცდება ჩვენი კონტინენტის გეოგრაფიულ საზღვრებს, მაგრამ იმედი მაქვს, შევძლებთ წინ აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რითაც გაერთიანებული სამყარო უფრო ძლიერი იქნება. დღეს, 70 წლისთავზე ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ ამ ევროპულ ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დიალოგი და თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი შევასრულოთ და გავძლიერდეთ, რომ საბოლოოდ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები და ევროპა“, - განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

 

ავტორი: თაკო ტომარაძე