საქართველოს შეიარაღებული ძალები 28 წლისაა

08:39 04-30-2019
90

დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო დღის აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს.

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. ოფიციალური ნაწილის ბოლოს კი, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცემათ.

შეიარაღებული ძალების იუბილეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანები, საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროები დაესწრებიან. 

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა.