ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

მამარფა

სპორტი 1711700474

გიორგი მამარდაშვილი გულშემატკივარს მიმართავს

"ვალენსიას" X-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგი მამარდაშვილის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. სპორტსმენი კლუბის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების წარმატებას უზიარებს."მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები "ევრო 2024"-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხდებით შაბათს, "მესტალიაზე", მალიორკასთან მატჩზე", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა.

cnn

სპორტი 1711700276

,,საქართველოს გარღვევა წლების განვითარებაზე დაშენდა“ - UEFA

 ვიდრე ქართულ ფეხბურთს ევროპელი მაყურებელი საკუთარი თვალით შეაფასებს, ის ვრცელი სტატიით უკვე შეაფასა UEFA-მ."საქართველოს გარღვევა წლების განვითარებაზე დაშენდა" - ამ სათაურით ორგანიზაციამ ქართული ფეხბურთის განვითარება მიმოიხილა და თქვა, რომ EURO 2024-ის მასშტაბის საფეხბურთო ტურნირზე მოხვედრით ქვეყანამ ისტორია დაწერა. UEFA წერს, რომ ეს ნაწილობრივ სათამაშო სტრატეგიის განვითარების, ნაწილობრივ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მათი დახმარების ეფექტური გამოყენების შედეგია.ამასთან, დიდი ტურნირების მასპინძლობის პოზიტიურ ეფექტს დაუთმო UEFA-მ ცალკე თავი სტატიაში. აქ ხაზგასმულია, რომ 2017 წელს ევროპის 19-წლამდელების, 2023 წელს კი 21-წლამდელების ჩემპიონატის თანამასპინძლობით ქვეყანაში ფეხბურთის მიმართ მზარდი ინტერესი რეკორდულ დასწრებაში აისახა. ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი სწორედ საქართველოს მატჩებში დაფიქსირდა. საუბარია 316 000-ზე მეტ გულშემატკივარზე. აქცენტია გაკეთებული "ერთა ლიგაზეც", რომელიც წარმატების პლატფორმადაა დასახელებული. სწორედ ამ სისტემის შექმნამ განაპირობა ქართველების კონტინენტის პირველობაზე მოხვედრა, თუმცა ეს ტურნირის ერთადერთი დამსახურება არ არის.ინფრასტრუქტურული პროექტებით თუ გადამზადების ცენტრებით, UEFA ქართული ფეხბურთის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ კუთხით გამოყოფილია ახალგაზრდების განვითარების ელიტარული პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც უეფას დახმარებით, სფფ-მ შეძლო დაეარსებინა ბავშვთა საფეხბურთო აკადემია. სტატიის დასკვნაში წერია, რომ ევრო 2024-ზე გასვლა გაწეული შრომა შესაფასებლად საუკეთესო მომენტია, საქართველოს საფეხბურთო მოგზაურობაში კი საეტაპო მიღწევებისა თუ მომავალი წარმატებების ხილვა - არც ამ ზაფხულს და არც მის შემდეგ უნდა იყოს ვინმესთვის სიურპრიზი.

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1711699980

„ნაპოლი“ ოფიციალურად ადასტურებს - კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩისას მიღებული ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს – ინფორმაციას „ნაპოლის“ პრესსამსახური ავრცელებს.„სანაკრებო თამაშებიდან დაბრუნების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა მარცხენა ბარძაყის კუნთის კონტრაქტურა. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და პარალელურად მკურნალობს. თამაშის სურვილის მიუხედავად, „ნაპოლის“ ექიმებმა ამჯობინეს, ფეხბურთელის ჯანმრთელობით არ გაერისკათ და მას „ატალანტასთან“ თამაშის უფლება არ მისცეს“, – ვკითხულობთ „ნაპოლის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„ნაპოლი“– „ატალანტას“ მატჩში ქართველი თავდამსხმელის შემცვლელი შერჩეულია – ინფორმაციას Sky Sport Italia აქვეყნებს.„შაბათს, 30 მარტს, 15:30 საათზე „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. ეს, შესაძლოა, გადამწყვეტი დღე იყოს გუნდისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. ხვიჩა ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო „ატალანტასთან“ თამაშს გამოტოვებს – გუნდის ექიმებმა შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ფეხბურთელს თამაშის უფლება არ მისცეს.მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ კი კვარაცხელიას შემცვლელზე ფიქრი უნდა დაიწყოს, მას ​რასპადორისა და ლინდსტრიომს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება – ამ ეტაპზე ბერგამოელებთან თამაშის მეტი შანსი ჯაკომო რასპადორის აქვს“, – ამტკიცებს Sky Sport Italia.

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა

მსოფლიო 1711699740

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა.უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკულ ობიექტებს.„დაზიანდა ცენტრალურ და დასავლეთის რეგიონებში თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები“, – აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს” განცხადებაში.ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან შეუტიეს. აფეთქებები მოხდა დნეპრის, ხმელნიცკისა და ივანო-ფრანკივსკის რეგიონებში.

ავტობუსი

დედაქალაქი 1711699585

მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პირველი ორი მარშრუტის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 8 წუთამდე, N370-ზე - 15 წუთამდე, N381-ზე - 17 წუთამდე, ხოლო N388-ზე - 10 წუთამდე.აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. ეს ის 12-მეტრიანი ავტობუსებია, რომლებიც მანამდე N301, N302, N308-სა და N314-ზე მოძრაობდნენ.24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 6 აპრილს დასრულდება.