ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ჯეიკ სალივანი

ომი უკრაინაში 1714024320

ჯეიკ სალივანი „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას ადასტურებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ადასტურებს აშშ-ის მიერ „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების უკრაინისთვის საიდუმლოდ გადაცემას. ამის შესახებ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.„შემიძლია, დაგიდასტუროთ, როგორც უკვე სხვებისგან გსმენიათ, რომ თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, უკრაინისთვის გარკვეული რაოდენობის „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები მიგვეწოდებინა მათსავე სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად. რაკეტების გადაცემა დაიწყო მარტში და სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. „ატაკამსები“ უკრაინაში უკვე ჩავიდა“, – განაცხადა სალივანმაშეგახსენებთ, მანამდე „როიტერმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა. რაკეტები 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დამტკიცებულ 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა. უკრაინამ კი რაკეტები ბრძოლის ველზე 17 აპრილს, ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმისას გამოიყენა.

giorgi kipshidze

საზოგადოება 1714024168

„მინდა შევცვალო რაღაცები, იმათ ჯინაზე, ვისაც არ სჯერა ჩემი“ - გიორგი ყიფშიძე

მსახიობი, გიორგი ყიფშიძე "ნიკოლოზის რუბრიკაში" გულახდილად საუბრობს."მინდა რომ რადიკალურად შევცვალო რაღაცები, იმათ ჯინაზე, ვისაც არ სჯერა ჩემი. ბავშვობაში სულ სხვანაირი ვიყავი, მორიდებული, გაკვეთილის მოსაყოლად არ გავდიოდი, მსახიობობაზე არც მიფიქრია",- ამბობს გიორგი ყიფშიძე. 

ზუკა ხუციშვილი

ტაბლოიდი 1714024140

“დიდი სურვილი მაქვს რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო…” - ზუკა ხუციშვილი

 ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის ფეხმძიმობის და შვილის მოლოდინის შესახებ საუბრობს.ფეხმძიმე მეუღლეს განსაკუთრებული სურვილები აქვს, პრეტენზიული თუ გახდა?ზუკა ხუციშვილი:არა, პრეტენზიული ნამდვილად არასდროს ყოფილა და არც ახლაა. ყურადღება კი ყოველთვის საჭიროა, მანამდეც და ახლაც. ამ მხრივ, დიდად არაფერი შეცვლილა. ურთიერთობაში ყოფნის დროს, ადამიანს, ორსულად არის თუ არა ის, მე ვფიქრობ, ყურადღება არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოაკლო. ჩვენ სულ ვცდილობთ, ახლაც და აქამდეც, თუ რამე დასჭირდა, ყველაფერი ჰქონდეს. ახლა, რა თქმა უნდა, არის დღეები, როცა შედარებით რთულია, თავს ისე კარგად ვერ გრძნობს, როგორც უნდა, რომ იყოს და ყველანაირად ვცდილობ, რამდენადაც შესაძლებელია, ეს მდგომარეობა შევუმსუბუქო, რომ დისკომფორტი არ შეექმნას. რამის მოტანა იქნება, დახმარება თუ, უბრალოდ, მის გვერდით ყოფნა და ყურადღების გამოჩენა, ამას არ აქვს მნიშვნელობა – რაც სჭირდება კონკრეტულ მომენტში, იმას ვაკეთებ. ვფიქრობ, რომ ოჯახში სიყვარულისა და ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არც არაფერი უნდა იყოს.ზამთარში რომ საზამთროს და ალუჩას ითხოვენ, ასეთი სურვილებიც არის?უცნაურია, მაგრამ პირიქით, ნაკლებად ჭამს. თუმცა, რაღაცების მიღება არ შეიძლება და ზუსტად ის ენატრება, რისი ჭამაც ეკრძალება. საერთოდ, როგორც წესი, რასაც გიკრძალავენ ის გინდება (იცინის). თუმცა, ისეთი განსაკუთრებული, რაც არ იშოვება, არ მონდომებია. პირიქით, მე ვაძალებ ხოლმე, რომ რამე ჭამოს ან დალიოს.მშობიარობაზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?მეც დიდი სურვილი მაქვს და ჩემს მეუღლესაც, რომ მშობიარობაზე მის გვერდით ვიყო. ეს რთული მომენტია და ამ დროს მამა გარეთ როგორ უნდა იყოს, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალურია, ვისაც სურვილი აქვს და შეუძლია, მეუღლის გვერდით უნდა იყოს. მე დიდი სურვილი მაქვს. ძალიან სანერვიულოა, მაგრამ როცა იცი, რის გამოც აკეთებ ამას, შემართებაც გემატება. ქალს ემოციურადაც და ფიზიკურადაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და ჩემგან რომ მხოლოდ ამას მოითხოვენ, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. მთავარი ქალის ფიზიკური და ემოციური კარგად ყოფნაა. ამიტომ, მეც იქ ვიქნები, რომ ყველანაირად მხარი დავუჭირო.

ესპანეთის პრემიერი

მსოფლიო 1714023889

ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის ცოლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო - სანჩესმა მოვალეობის შესრულება შეწყვიტა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, - ამის შესახებ BBC-ი წერს.მედიის ცნობით, ამის მიზეზია სანჩესის მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. შესაბამისმა უწყებამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან. ბეგონა გომესის წინააღმდეგ საჩივარი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა. პედრო სანჩესი 29 აპრილს განაცხადებს, დატოვებს თუ არა პრემიერის თანამდებობას.ფოტო:bbc

თბილისში საბურთალოზე ახალი კლინიკა -ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ჯანდაცვა 1714023600

თბილისში საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაფართოებული სერვისებით საბურთალოზე იწყებს ფუნქციონირებას მრავალფუნქციური კლინიკის  ფორმატით.ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი „ვივო მედიქალ ჯგუფის“ და პარტნიორი ექიმების ინვესტიციით შეიქმნა,აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე ი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას  თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ  სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს.ჯანდაცვის სექტორისთვის ახალი მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოდგენილია 100 საწოლით. სამედიცინო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას ქმნის.მნიშვნელოვანია ის, რომ კლინიკა ინარჩუნებს  მის მთავარ მიმართულებას ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამავდროულად გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, გინეკოლოგიური ქირურგია, უროლოგია, მამოლოგია , მეანობა-ნეონატოლოგია.სამედიცინო ცენტრის დაგეგმარება და აღჭურვა განხორციელდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერი. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამედიცინო ცენტრია, რომლის ისტორიაც 1958 წლიდან იწყება, როდესაც პროფესორ იოსებ ჟორდანიამ ი.ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი დააარსა. კლინიკის არსებობის მანძილზე სისტემატურად ინერგებოდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. 2016 წლიდან, ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი ვივო მედიქალ ჯგუფში- ში გაერთიანების შემდეგ, კლინიკა სრულად განახლდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.