ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

salome zurabishvili

საზოგადოება 1713972771

პრეზიდენტის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა

კომისიამ დღეს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში: პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა, უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადებისა და ნაწარმოებების მიღება მოხდება 2024 წლის 24 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0108. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888.

ანა ქურდაძე

საზოგადოება 1713971699

VIDEO: „შოკი მაქვს... ჩემს კონსულტანტს მომხმარებელმა ავტომობილი აჩუქა...“ - ანა ქურდაძე ემოციურ ამბავს ჰყვება

„ანათეს“ ერთ-ერთ თანამშრომელს მომხმარებელმა ავტომობილი აჩუქა. ამის შესახებ „პრაიმ ჰაუსის“ მესამე გამარჯვებული და აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი საუბრობს.„მეც არ მჯეროდა, მაგრამ დავიჯერე - ჩემს კონსულტანტს მომხმარებელმა ავტომობილი აჩუქა, 2015-წლიანი „აუდი“. შოკი მაქვს, უკვე ვიტირე... სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა. ისტორია საკმაოდ დრამატულია ↓

"ჯეიმი ოლივერის დონის მსოფლიო კულინარიის ვარკვლავის სტუმრობა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა  ქართული გასტრონომიისთვის" - გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი

საზოგადოება 1713970438

"ჯეიმი ოლივერის დონის მსოფლიო კულინარიის ვარკვლავის სტუმრობა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქართული გასტრონომიისთვის" - გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი

 საქართველოში მყოფი ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდა. ის საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით  იმყოფება. სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა."ჯეიმი ოლივერის დონის მსოფლიო კულინარიის ვარკვლავის სტუმრობა არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს გაატრონომიის სფეროსთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ  მასშტაბის პროფესიონალის მასპინძლობა, არა მხოლოდ გასტრონომიის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება ქვეყანას, არამედ ძალიან დიდ როლს ითამაშებს საქართველოს გასატრონომიული ტურიზმის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიაზაციაში,  გაზრდის ქართული კულინარიის ცნობადობას მსოფლიო ბაზარზე , რაც თავის მხრივ უდიდესი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოს გასტრონომიული კულტურის და ტურიზმის განვითარებისთვის"- განაცხადა გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა თამარ სიხარულიძემ.ცნობილი შეფ-მზარეული  უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას  .  კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული  გაეცნობა  ქვეყნის უნიკალურ  კულტურას, სამზარეულოს,  შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის. ჯეიმი ოლივერის გამომწერებს,  მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.

ამერიკის პოლიცია

შემთხვევა 1713970254

ბათუმში მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა

ბათუმში, ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტურიზმკ

საზოგადოება 1713969739

ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერის ჩამოსვლა საქართველოში უმნიშვნელოვანესია - რესტორატორთა ასოციაცია

ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერის ჩამოსვლა საქართველოში უმნიშვნელოვანესია. ეს არის ქვეყნის აღიარება არა მხოლოდ გასტრონომიული კუთხით, არამედ იმ მიმართულებითაც, რომ ასეთ ცნობილ ადამიანებს უსმენენ და მათი აზრი მსოფლიო დონეზეა გასათვალისწინებელია, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი  საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით  იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯეიმი ოლივერი ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდა. სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.შოთა ბურჯანაძის  თქმით, ის რაც საქართველოში მოხდა, ამ სფეროში შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისით შევადაროთ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჩამოსვლას.„აქედან გამომდინარე ეს იქნება ბიძგი, არა მხოლოდ ამ სფეროსთვის, არამედ მთელი ეკონომიკისთვისა და  ქვეყნის განვითარებისთვის. მისი ვიზიტი საქართველოში არ იქნება ერთჯერადი.  ჯეიმი ოლივერის სამოქმედო გეგმაში ყოველთვის შედის ქვეყნის გაცნობა და შემდეგ მისი პრომოუშენი. შესაბამისად, როგორც პირადი საუბრიდან და საერთო შეხვედრიდან გამომდინარე გამოჩნდა, ის აღფრთოვანებულია ქვეყნით და შესაძლოა, გარკვეულწილად საქართველოსთვის ამბასადორიც კი გახდეს მსოფლიოსთვის, როგორც ქვეყნის, ისე გასტრო მიმართულების გაცნობის კუთხით. ეს არ გამომდინარეობს ვალდებულებით, დარწმუნებული ვარ, ეს მისი სურვილით მოხდება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.„რაც მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯი ეფექტური იქნება არა მხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე ექნება დადებითი გავლენა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე. ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას . კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.