"სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ გაიხსენეთ ვაზაგაშვილი, გირგვლიანი, ენუქიძე" - გედევან ფოფხაძის ემოციური სფიჩი (ვიდეო)

18:18 04-19-2019
74

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ გაიხსენეთ ვაზაგაშვილი,გირგვლიანი,ენუქიძე - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა ტეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. ფოფხაძემ კოლეგებს მოუწოდა, რომ სასამართლოების შესახებ კანონის მიღებაში მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და არ მოექცნენ სხვისი გავლენის ქვეშ.

მე მგონია, რომ დღეს კაცობრიობა გაიყო ორ ნაწილად. ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს კი ჩინჩალაძე და მურუსიძე. მე უბრალოდ ვერ ვხვდები ამ არჩევანში რატომ უნდა დავდგე ჩინჩალაძე მურუსიძის მხარეს. ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება შემეცოდოს ეს ორი ადამიანი, რადგან მთელი კაცობრიობა მათ უპირისპირდება. ბატონებო, არ არიან ეს ადამიანები ცოდოები, იყო ერთი რეჟიმი და მას ემსახურნენ და ახლა მოქმედს ემსახურებიან. ქართული ოცნება გადაყვება ამ ყველაფერს. ვინც იყო მსხვერპლი ის ადამიანები გავიხსენოთ: ირინა ენუქიძე, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება - განაცხადა გედი ფოფხაძემ