ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვა 1711629556

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო.  ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დასრულდა. მომდევნო ეტაპი,  შემოსული განაცხადების, კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასებას ითვალისწინებს.შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა  საექსპერტო ჯგუფის წარმომადგენლების წინადადებებიც მოისმინა და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესში კიდევ უფრო მეტი ჩართულობა შესთავაზა.საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711628981

ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს - შალვა პაპუაშვილი

ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა ქონდეს მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან.,,ზუსტად 7 წლის წინ, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს შესაძლებლობა, თავისუფლად ემოგზაურათ ევროპაში.ბევრი მოელოდა ხალხის საქართველოდან მასობრივ გასვლას, მაგრამ, დღევანდელი გადმოსახედიდან, უვიზო მიმოსვლამ მხოლოდ ახალი ჰორიზონტები გაუხსნა ჩვენს მოქალაქეებს და საინტერესო გამოცდილებების მიღების საშუალება მისცა.ახლა, ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების მიერ მიღწეული ათწლიანი პროგრესის შემდეგ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მოვიპოვეთ, უვიზო მიმოსვლის მეშვიდე წლისთავი ყველა ჩვენს მიღწევას გვახსენებს.ჩვენ დავამყარეთ უვიზო ან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის ყველაზე ბოლოს ჩინეთთან. ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით სხვა ქვეყნებთანაც, რათა სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის სიკეთეები კიდევ უფრო  ხელშესახები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის.ასევე “პასპორტის გლობალურ ინდექსში” ქართული პასპორტი 51-ე ადგილს იკავებს, ჩვენ მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით 122 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ.და, რაღა თქმა უნდა, გველოდეთ #EURO2024,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

პოლიტიკა 1711628789

გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა.გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.იტალიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ეროვნული გამოცდების ტესტების იტალიურ ენაზე შემუშავების შესახებ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა – უმაღლესი განათლების კუთხით პარტნიორობის გაღრმავება, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე ესწრებოდა.

ჯაბა კანკავა

საზოგადოება 1711628777

„თაობებს უნდა მოვუყვეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯაბასნაირი სამაგალითო კაპიტანი ჰყავდა…“ - რა ისტორიული კადრი ვრცელდება ჯაბა კანკავაზე

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანზე, ჯაბა კანკავაზე, ისტორიული ვიდეო ვრცელდება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ თქვენგანს გექნებათ ნანახი, თუმცა ახლა, როდესაც საქართველომ, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფრის გახსენება და ის, რომ ასეთი სამაგალითო კაპიტანი იყო ჯაბა, ურიგო არ იქნება. „ჯაბა კანკავას გმირობამ 2014 წელს, გუსევის სიცოცხლე გადაარჩინა...  ამ დაუვიწყარმა კადრებმა და ჯაბას საქციელმა, იმ დროს, მსოფლიო ყურადღება მიიქცია.თაობებს უნდა მოვუყვეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯაბასნაირი სამაგალითო კაპიტანი ჰყავდა…“ჯაბა, ნაკრებში დაბრუნდა. კანკავამ საქართველოს ნაკრების სახელით, ბოლო მატჩი 2021 წლის 9 ოქტომბერს გამართა და სანაკრებო კარიერა დაასრულა. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ცენტრალური ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში დაეხმარა და ისტორიული გამარჯვება გუნდთან ერთად მოიპოვა. 

 შანდა შარერის მკვლელობა

მსოფლიო 1711628080

სასიყვარულო დრამა სკოლაში - ისტორია, რომელმაც მსოფლიო გააოგნა

შანდა შარერი ამერიკელი გოგონა იყო, რომელიც აწამეს და დაწვეს მედისონში, ინდიანას შტატში, ოთხმა მოზარდმა. ის 12 წლის იყო. ინციდენტმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მკვლელების სისასტიკისა და მოძალადეების მცირე ასაკის გამო. 1992 წელს 16 წლის მელინდა ლავლესმა სამი მეგობარი დაიქირავა, რათა 12 წლის შანდა შარერი გაეტაცებინათ და ეწამებინათ. გატაცების მიზეზი კი უჩვეულო იყო. აღმოჩნდა, რომ გოგონა მელინდას ყოფილ შეყვარებულს ხვდებოდა. შანდა შარერი ახალი რომანის საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა. მან შეხვედრები დაიწყო თავის კლასელ ამანდა ჰევრინთან, რაც ასეთ ფასად დაუჯდა.1991 წლის ოქტომბერში მელინდა საჯაროდ დაემუქრა შანდას სკოლის ცეკვაზე და თქვა, რომ აპირებდა შანდას მოკვლას.1992 წლის 10 იანვარს მელინდამ და სამმა მეგობარმა გაიტაცეს შანდა, წაიყვანეს ტყეში შორეულ ადგილას და შვიდი საათის განმავლობაში სასტიკად აწამეს. გააშიშვლეს, სცემეს, დაჭრეს, სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს . საბოლოოდ, ცეცხლი წაუკიდეს და ცოცხლად დაწვეს.შემაძრწუნებელია, რომ მელინდა ლავლესი ახლა თავისუფალი ქალია, ის ციხიდან ვადამდე გაათავისუფლეს 2019 წელს. დღეს, ის შეცვლილი ადამიანია, რომელიც ნანობს თავის დანაშაულს.მელინდა1990 წელს მელინდა ლავლესმა დაიწყო შეხვედრა თანაკლასელთან, სახელად ამანდა ჰევრინთან, ურთიერთობა თანდათან დაინგრა, მაგრამ მელინდას მის მიმართ გრძნობები ჰქონდა შერჩენილი. ამიტომაც გადაწყვიტა მან გოგონას მოტაცება.მელინდამ და მისმა მეგობრებმა 12 წლის შანდა მანქანიდან ატირებული გადმოიყვანეს და ფეხები და ხელები თოკით შეუკრეს. ტყეში წაიყვანეს, გოგონა გააშიშვლეს და სასტიკად სცემეს. შემდეგ კი საბარგულში ჩააგდეს. წამებისა და შეურაცხყოფის მერე, მოზარდებმა შანდა შორეულ მინდორში წაიყვანეს, ბენზინი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.„მიხარია, რომ ის მოკვდა", - თქვა მელინდა ლავლესმა, როდესაც ყველაფერი დასრულდა.გოგონას დამწვარი სხეული მეორე დღეს მონადირეებმა იპოვეს. მელინდა და მისი მეგობრები ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მელინდა ლავლესის მამა, ლარი ლავლესი ხშირად იპარებოდა ღამით საკუთარი ქალიშვილების ოთახებში და მათ შეურაცხყოფას აყენებდა . გავრცელებული ინფორმაციით, ის ასევე ძალადობდა მათ ბიძაშვილზე, ტედიზე. კაცს ბავშვები მიჰყავდა ტყეში სექსუალურად ძალადობდა.„ერთხელ მან ტედის თმა დაუჭირა და ცეცხლზე დაუწვა, შემდეგ კი შეაჭრა და მელოტს დაამსგავსა“,- იხსენებდა ლარის ერთ-ერთი ქალიშვილი.