ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

facebook

საზოგადოება 1713424062

„ფეისბუკთან“ დაკავშირებით, ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ბოლო რამდენიმე საათია, სოციალურ მედიაში ვირუსულად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, რომელიც ფეისბუკის ახალ წესს უკავშირდება. „ფეისბუკ“ პოსტით ირკვევა, რომ აღნიშნული სიახლე მომხმარებლების კონფიდენციალურობის პირობას არღვევს და ჩვენი პერსონალური მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.აღნიშნულთან დაკავშირებით, META-ს განცხადება არ გაუვრცელებია, შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია, მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციაა:„არ დაგავიწყდეთ, ხვალ იწყება Facebook-ის ახალი წესი (aka... new name, META), სადაც მათ შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი ფოტოები. შეგახსენებთ, ბოლო ვადა დღესაა! მე არ ვაძლევ უფლებას Facebook-ს ან Facebook-თან აფილირებულ ნებისმიერ კომპანიას, გამოიყენოს ჩემი წარსული, ან მომავალი ფოტოები, ინფორმაცია, შეტყობინებები ან პოსტები.ამ დეკლარაციით ვაცნობ Facebook-ს, რომ კატეგორიულად აკრძალულია ამ პროფილის ან/და მისი შინაარსის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ გამოქვეყნება, კოპირება, გავრცელება, ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება.კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება კანონით.შენიშვნა: Facebook ახლა არის საჯარო დაწესებულება. ყველა წევრმა უნდა გამოაქვეყნოს ასეთი შენიშვნა.ნებისმიერს შეუძლია დააკოპიროს და ჩასვას ეს ვერსია. თუ ერთხელ მაინც არ გააგზავნით განცხადებას, ეს უპირობოდ საშუალებას მისცემს გამოიყენოს თქვენი ფოტოები და ინფორმაცია თქვენი პროფილიდან და სტატუსის შეტყობინებებიდან. არ გააზიაროთ. დააკოპირეთ და ჩასვით“.

ყავა

რჩევები 1713424018

როდის უნდა დალიოთ პირველი ფინჯანი ყავა

ექსპერტმა დილის ყავის დალევის ოპტიმალური დრო დაასახელა. ბევრი ადამიანი პრაქტიკულად კოფეინზე ცხოვრობს და ხშირად შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, რომლებიც ყავის გარეშე დღეს ვერ იწყებენ.ყავის დალევა გაღვიძებისთანავე შესაძლოა არ იყოს საუკეთესო იდეა.ექსპერტი გირჩევთ, რომ არ დალიოთ ყავა გაღვიძებიდან პირველი ერთი საათის განმავლობაში.მისი თქმით, ეს ყველაფერი იმ ჰორმონებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს.„როდესაც ჩვენ ვიღვიძებთ, კორტიზოლის დონე პიკს აღწევს. კორტიზოლი, რომელიც ხშირად ასოცირდება სტრესთან, ზრდის სიფხიზლის დონეს. ასე რომ, კოფეინის მოხმარება იმ დროს, როდესაც კორტიზოლის დონე უკვე მაღალია, არ არის რეკომენდებული. ამან შეიძლება საწინააღმდეგოდ იმოქმედოს“,- განმარტა ექსპერტმა.

ასტროლოგია ფული

ჰოროსკოპი 1713423560

კვირის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

14-დან 21 აპრილამდე პერიოდი ვიღაცისთვის საბედისწერო იქნება. ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი შეძლებს შემოსავლის გაზრდას და მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას.ლომიფოკუსირება მოახდინეთ ფინანსურ თვითგანვითარებაზე თქვენი საინვესტიციო ცოდნისა და უნარების განვითარებით. განიხილეთ შესაძლებლობები, რომლებიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი და ფინანსური ჯანმრთელობა. დაისახეთ კონკრეტული მიზნები და განსაზღვრეთ მათი მიღწევის სტრატეგიები.ქალწულითვალყური ადევნეთ თქვენს ხარჯებს. ეს კვირა ითხოვს მეტი ყურადღების მიქცევას ფულადი სახსრების მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ არაპროგნოზირებადი ხარჯები. გამოთვალეთ თქვენი ვარიანტები და რაციონალიზაცია გაუწიეთ თქვენს ხარჯებს ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.სასწორებიგამოიყენეთ თქვენი რესურსები ეფექტურად თანამშრომლობისა და ინვესტიციის შესაძლებლობების გათვალისწინებით. იფიქრეთ იმ სფეროებზე, სადაც თქვენს ძალისხმევას შეუძლია უდიდესი შედეგის მოტანა. დაისახეთ კონკრეტული მიზნები და განსაზღვრეთ სამოქმედო გეგმა ფინანსური წარმატების მისაღწევად.მორიელიეს კვირა ხელს შეუწყობს ფინანსურ ზრდას. განიხილეთ ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები და განიხილეთ თქვენი საგანგებო ფონდის დამატება. დაგეგმეთ გონივრულად და ყურადღებით გაითვალისწინეთ ყველა რისკი, სანამ გადაწყვეტთ ინვესტირებას.მშვილდოსანიშეაფასეთ თქვენი ფინანსური მიზნები საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. შეეცადეთ განსაზღვროთ მათი მიღწევის სტრატეგიები. გახსოვდეთ თქვენი სახსრების გონივრულად მართვისა და მომავლისთვის ინვესტირების მნიშვნელობა.თხის რქაგადახედეთ თქვენს ვალდებულებებს და განსაზღვრეთ შესაძლებელია თუ არა გადახდების გამარტივება. იფიქრეთ ახალი უნარების ან განათლების განვითარებაზე, რათა გაზარდოთ თქვენი შესაბამისობა სამუშაო ბაზარზე.მერწყულიიპოვეთ ბალანსი სიამოვნებასა და დაზოგვას შორის. ინვესტირება გააკეთეთ საკუთარი სიამოვნებისთვის, მაგრამ გონივრულად და თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში. იფიქრეთ ახალი ინტერესების ან ჰობის განვითარებაზე, რომლებიც შეიძლება იყოს სასიამოვნო და ხელი შეუწყოს თქვენს ემოციურ კეთილდღეობას.თევზიგამოიყენეთ ეს პერიოდი ინვესტიციების დასაგეგმად და ზრდისთვის. სცადეთ განახორციელოთ ახალი სტრატეგიები თქვენი ფინანსური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. განიხილეთ თქვენი პორტფელის გაფართოებისა და თქვენი შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობები.ვერძიმოერიდეთ იმპულსური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას ამ კვირაში. კონცენტრირება მოახდინეთ დაზოგვაზე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.  დაგეგმეთ მომავალი ინვესტიციები.კუროახლა დროა გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური ორგანიზაცია. განიხილეთ ინვესტიცია განათლებაში ან უნარების განვითარებაში, რაც გაზრდის თქვენს ღირებულებას სამუშაო ბაზარზე. განსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები თქვენი ფინანსური მიზნების მისაღწევად და თვალყური ადევნეთ მათ.ტყუპებიფოკუსირება მოახდინე ახალი უნარების განვითარებაზე ან კარიერაში ცვლილებების შეტანაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური წარმატება. დაგეგმეთ თქვენი ქმედებები გრძელვადიანი გათვალისწინებით.კიბოეს იდეალური დროა თქვენი სესხებისა და ვალების გადახდისთვის. ამ კვირაში მარტივად შეძლებთ დავალიანების დაფარვას. მოერიდეთ დიდ ხარჯებს გართობაზე. ფოკუსირება მოახდინეთ დაზოგვაზე და ხარჯების გამარტივებაზე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ჰაერი

საზოგადოება 1713423098

„ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://www.air.gov.ge“

თბილისი

საზოგადოება 1713422573

თბილისსა და ზოგიერთ რაიონში, ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება - გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.„აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.