გსურთ ბუკინგემის სასახლეში ცხოვრება? - ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ახალი ვაკანსია გამოაცხადა

13:26 04-19-2019
1049

ბრიტანეთის სამეფო სასახლემ ახალი ვაკანსია გამოაცხადა.

თუ თქვენ გსურთ ბუკინგემის სასახლეში ცხოვრება და თან სოლიდური თანხის გამომუშავება, ეს სამუშაო სწორედ თქვენთვის არის.

width=498

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ, სასახლეში მებაღის (ბაღისა და მწვანე ტერიტორიების მოვლის სპეციალისტი) გამოაცხადა. აუცილებელი მოთხოვნაა -  გამოცდილი სპეციალისტი. 

width=500  

ბაღის სპეციალისტის წლიური შემოსავალი 18 ათასი ფუნტი სტერლინგია - დღიური 69 ფუნტი. გარდა ამისა სასახლეში ცხოვრება და კვება უფასოა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის 92 წლის დედოფალს შემოქმედებითი წარმოსახვის საოცარი უნარი გააჩნია და ამავე დროს - სიახლეების მოყვარულია.  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე