კიანუ რივზის ელეგანტურმა ფოტოსესიამ ფურორი მოახდინა - ვარსკვლავი კარლ ლაგერფილდს შეადარეს - ვიდეო

18:10 04-18-2019
567

მსახობი კიანუ რივზი რამდენიმე ხნის წინ, ამერიკული ჟურნალი მამაკაცებისთვის - GQ-ს გმირი გახდა.

ვარსკვლავის ფოტოსესია საკმაოდ ელეგანტური აღმოჩნდა. მსახიობი, დიზაინერ კარლ ლაგერფილდსაც კი შეადარეს. 

კადრში, 54 წლის მსახიობი კლასიკური სტილით გამოირჩევა - კიანუ Tom Ford-ის და  Louis Vuitton-ის ბრენდის კოსტიუმში პოზირებს. ამის შემდეგ, მსახიობმა სამოსი შავი ტყავის ქურთუკით და Saint Laurent by Anthony Vacarello-ს ახალი კოლექციის ბრენდით შეცვალა. 

შავ-თეთრ ფოტოკოლაჟს დაემატა მსახიობის ფოტოები Jacques Marie Mage-ს ბრენდის მზისგან დამცავი სათვალეში და კომპანია Tiffany and Co-ს მამაკაცის სამკაულებში. კიანუს ფოტოსესიის ფოტოგრაფი - დენიელ ჯექსონია.

რივზი, ინტერვიუში აცხადებს, რომ ფილმის ჯონ უიკი- მისი გმირი უნიკალური და ძალიან რეალური პიროვნებაა.

მას ლამაზი და თან ტრაგიკული თავსატეხი აქვს - ეს ორი პიროვნებაა. ჯონი, რომელიც დაქორწინებულია და ჯონ უიკი - მკვლელი. ჯონს, სურს იყოს თავისუფალი. ჯონ უიკი ერთადერთ გზას ხედავს, იყოს ადამიანი ვინც განაგრძობს ხალხის მკვლელობას და წესების დარღვევას. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, თუ როგორ იბრძვის ადამიანი საკუთარი სიცოცხლის და სულის გადარჩენისთვის - ამბობს მსახიობი.  

შეგახსენებთ, რომ  ფილმის ჯონ უიკის მესამე ნაწილის პრემიერა 2019 წლის 17 მაისს გაიმართება.

 იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე