მშვიდობით დროგო... მე გავიპარსე! - ნახეთ როგორ გამოიყურება ჯეისონ მომოა წვერის გარეშე

17:45 04-18-2019
460

მსახიობმა ჯეისონ მომოამ წვერი გაიპარსა და ფანები უკმაყოფილო დატოვა. 

აკვამენისა და ხალ დროგოს (სამეფო კარის თამაშები) როლის შემსრულებლის წვერი და თმა, მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილი იყო.

მსახიობმა წვერის გაპარსვის ვიდეოც გადაიღო, სათაურით  „მშვიდობით დროგო... მე გავიპარსე!“ ჯეისონ მომოას ეს გადაწყვეტილება ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც პლანეტის გადარჩენას ემსახურება. კერძოდ, საუბარია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე, რომ არ დააბინძურონ გარემო. ჯეისონ მომოა ვიდეოში ხალხს მოუწოდებს,  შეწყვიტონ პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება და იგი ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივით ჩაანაცვლონ.

მართალია, ჯეისონ მომოა ამ კამპანიით კეთილ საქმეს აკეთებს, თუმცა მისი წვერის გაპარსვა ფანებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მსახიობის ფან-კლუბის დიდი ნაწილი მომოას ახალ ვიზუალს ვერ ეგუება.

width=634

width=306

ავტორი: მარიამ გიგანი