Exclusive - ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ინიშნება

17:28 04-18-2019
1464

ეკონომიკის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დაინიშნება. ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

გიორგი ქობულიამ თანამდებობა უკვე დატოვა. გუნდში მისი გადადგომა თითქმის ერთი თვეა განიხილება. თუმცა, „პრაიმტაიმთან“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ინფორმაციას ღიად არავინ ადასტურებდა.

ნათია თურნავა ქობულიას გადადგომამდე მისი მოადგილე იყო. ის ეკონომიკის ამ პოსტზე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. მსგავს თანამდებობას თურნავა 2006 წელსაც იკავებდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო. 

2013 წლიდან თურნავა იყო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ხელმძღვანელ თანამდებობებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში. ნათია თუნრავა მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურში (1999 წ.), თბილისის საკრებულოსა (1998-2000 წწ.) და სახელმწიფო კანცელარიაში (1997-1998 წწ.).