ეკონომიკის მინისტრი გადადგა

17:19 04-18-2019
3540

ეკომონიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამ დროისთვის მინისტრის გადადგომის კონკრეტული მიზეზები არ სახელდება.

„პრაიმტაიმმა“ მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ რამდენიმე კვირის წინ აუწყა მკითხველს. ქობულია მაშინ ამ ინფორმაციას უარყოფდა.

მას სავარაუდოდ, მისი მოადგილე ნათია თურნავა შეცვლის.

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

მანამდე, გიორგი ქობულია ბოლო 18 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის წარმომადგენელი იყო.