სვანეთის გზაზე ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა

12:00 04-18-2019
1191

წალენჯიხის მინიციპალიტეტ დაბა ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დღეს 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. ექიმმა ირინა სამუშიამ „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ მამ მშობიარობა პირველად მიიღო.

„დაიბადა გოგონა, 3 კგ და 300 გრამი. სოფელ ბარჯაში იყო გამოძახება და, დაახლოებით, ერთი კმ-ის გავლის შემდეგ ქალს ფიზიოლოგიური მშობიარობა დაეწყო. კარგად გრძნობს თავს დედა-შვილი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი“, - გვითხრა ექიმმა.

დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ისინი თავს კარგად გრძნობენ. გოგონა ოჯახის მეხუთე შვილია.

 

ავტორი: თეა შონია