როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

11:29 04-17-2019
13093

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში დაბალი ტემპერატურა და წვიმა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება. ამ პერიოდში მოსალოდნელია სუსტი ქარიც. ჰაერის ტემპერატურა  14-დან 17 გრადუსამდე დაიკლებს. ნალექიანი ამინდები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებშია მოსალოდნელი. მაღალმთიან ადგილებში კი შესაძლოა მოთოვოს. 

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 23 აპრილიდან ელოდებიან.

 

 

ავტორი: თაკო ტომარაძე