საბედისწერო 15 აპრილი - 5 ტრაგედია, რომელიც 15 აპრილს მოხდა

14:20 04-16-2019

პარიზში გუშინ ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა. ისტორიას კიდევ არაერთი ტრაგიკული ფაქტი ახსოვს, რომელიც 15 აპრილს მოხდა.

გთავაზოვთ 5 მათგანს:

-1-

1912 წლის 15 აპრილს, დილის 02:20 საათზე, ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი „ტიტანიკი“ ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. ხომალდი აისბერგს 14 აპრილის ღამით შეეჯახა. ტრაგედიას 1517 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

width=640

-2-

1989 წლის 15 აპრილი - ბრიტანული სპორტის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტრაგედია. საფეხბურთო მატჩის ნახევარფინალზე, რომელიც ლივერპულისა და ნოტინგემ ფორესტის კლუბებს შორის გაიმართა, სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნა ჩამოიშალა. დაიღუპა ლივერპულის 96 გულშემატკივარი.

width=840

-3-

1989 წლის 15 აპრილს ჩინეთში ტიანანმენის მოედანზე მასშტაბური სტუდენტური საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი კომუნისტური ხელისუფლებისგან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას ითხოვდნენ. დემონსტრაციები ივნისამდე გაგრძელდა. დაიღუპა 241 და დაშავდა 7000-ზე მეტი ადამიანი.

width=780

-4-

2013 წლის 15 აპრილს, მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზზე 2 ბომბი აფეთქდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 264 ადამიანი.

width=1200

-5-

2014 წლის 15 აპრილის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება ბოკო ჰარამმა, ნიგერიაში 276 მოსწავლე გოგონა მოიტაცა. მათგან 57-მა გაქცევა შეძლო. 2018 წელს კი დაჯგუფებამ 100-ზე მეტი გოგონა ცოცხალი გამოუშვა. დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ.

width=968

ავტორი: მარიამ გიგანი