რატომ დატოვა კახა მიქაიამ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დაიცავი საქართველო” 

12:11 04-16-2019
203

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და წევრმა, კახა მიქაიამ მოძრაობა დატოვა.

როგორც მან „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, დიდი სურვილი აქვს ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმოს.

“დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ახალი ენერგია სჭირდება დღეს ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და მორალური კრიზისიდან თავის დასაღწევად, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ახლებურად გასააზრებლად! რაც შემეხება მე, ვეცდები, ჩემი მოკრძალებული წვლილი კვლავაც შევიტანო ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში.“- აცხადებს კახა მიქაია.

კახა მიქაია „პრაიმტაიმთან“ ასევე აცხადებს, რომ ბრძოლის გაძლიერებას აპირებს.

“ჩემს მოკრძალებულ წვლილს ქვეყნის ინტერესების დაცვაში შევიტან. სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. არ ვაპირებ „ქართულ ოცნებასთან“ გაწევრიანებას, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვთანამშრომლობდი და ვცდილობდი მმართველ პარტიასთან კონსტრუქციულ ოპოზიციაში ვყოფილიყავი, არამარტო „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ყველა ნორმალურ დასავლურ პარტიასთან გავაგრძელებ ურთიერთობას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა.“ - ამბობს მიქაია.

კახა მიქაია რამდენიმე დღის წინ „დაიცავი საქართველოს“ შეხვედრას ფილარმონიაში ესწრებოდა.

 

ავტორი: თეა შონია