დაზიანებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა

12:03 04-16-2019
31

თბილისსა და რეგიონებში დაზიანებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანია აღმოჩნდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამოქმედო გეგმისა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ წარადგენისას განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.

შსს-ს ცნობით, სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები. ასევე, შეიქმნა ვებგვერდი formore.life და ფეისბუქგვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა.