მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა და პარლამენტის შენობა დატოვა

11:48 04-16-2019
18

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ბიუროს სხდომაზე დასწრებას ითხოვდა, შეუძლოდ გახდა და პარლამენტის შენობა დატოვა. მალხაზ მაჩალიკაშვილს სურდა ბიუროს სხდომაზე დაეყენებინა საკითხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ექიმებმა მაჩალიკაშვილის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.